გარედაკვირვება: გეგმები


პირველი გაკვეთილის გეგმა


საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეხუთე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: ოთხი
გაკვეთილის თემა:  კავადრატული სანტიმეტრი; კვადრატული დეციმეტრი; კვადრატული მეტრი.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან ფართობის საზომ ერთეულებს და დაეუფლებიან მისი გამოყენების უნარ-ჩვევებს.
მათ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საშინაო დავალების შემოწმება, ახალი თემის,მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
კითხვა-პასუხის მეთოდით
ფრონტალური
საშინაო დავალების რვეულები,შეფასების რუბრიკა.
4 წთ.
2
ახალი მასალის შეტანა: ვსვამ კითხვებს, ვაგროვებ სიგრძის საზომ ერთეულებს დაფაზე.
ვთხოვ  მოსწავლეებს , ჩამოთვლილი სიგრძის საზომი ერთეულები განალაგონ ზრდადობის მიხედვით. კითხვა-პასუხის საშუალებით  მოსწავლეები შეძლებენ  ფართობის ერთეულები დაწერას.
გონებრივი იერიში
ფრონტალური
დაფა,ცარცი, სხვადასხვა ზომის ბრტყელი საგნები
7 წთ.
3

თემის განმტკიცება- მიზანი შესწავლილი ერთეულების გამოყენება.
მოსწავლეებს ვთავაზობ სხვადასხვა ზომის და ფორმის დანომრილ ფიგურების ნახაზებს, სადაც მითითებულია ფართობის ერთეული და ვთხოვ,  გამოთვალონ თითოეული ფიგურის ფართობი და მონაცემი შეიტანონ ცხრილში.
პრაქტიკული სამუშაო
წყვილები
წინასწარ ჩემს მიერ შექმნილი ნახაზები „აპლიკაციები“ ცხრილი,რვეული,კალამი.
7 წთ.
4
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ, მასზე დაწერილი ერთეულები გადაიყვანონ მითითებულ ერთეულში  და დაწერონ დაფაზე. ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ერთეულების ურთიერთკავშირს.
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
ბარათები,დაფა ცარცი
6 წთ.
5
მოსწავლეებს ვთავაზობ  გვ 189 № 3 ამოცანას სახელმძღვანელოდან დაფასთან ამოსახსნელად. ამოცანის ამოხსნა მოიცავს რიცხვის წილადზე გამრავლებას,ფართობების გამოთვლას და მიღებული სიდიდეების შედარებას.
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო(ირინა რუხაძის ავტორობით)რვეული კალამი.დაფა ცარცი
7 წთ
6.
მოსწავლეებს ვთავაზობ პროგრამა Learningapps.org -ში შექმნილ სახალისო ვიქტორინას „ფართობის ერთეულები“.შესწავლილი მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ ელექტრონულ სასწავლო რესურსს.
თამაში ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება
ინდივიდუალური
პერსონალური კომპიუტერები .პროგრამა Learningapps.org -ში ჩემს მიერ შექმნილი სახალისო ვიქტორინა „ფართობის ერთეულები“
10 წთ.
7.
შეფასება;საშინაო დავალება(გვ.188-189 მომდევნო გაკვეთილზე უნდა  შეძლონ მოსწავლეებმა კითხვებზე პასუხის გაცემა 77-ტე გაკვეთილის მასალაზე დაყრდნონით; წერილობით: № 1,2,7


განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა; წიგნი დაფა ცარცი
4 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ფართობის საზომ ერთეულებს.შეძლებენ კავშირი დაამყარონ ფართობის ერთეულებს შორის.შეძლებენ ერთი ერთეულის გადაყვანას მეორე ერთეულში და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ ამოცანებში.
შეფასება: შფასება მოხდება ქვიზის და წყვილებში მუშაობა და ჩართულობის ქულათა ჯამით.
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
   2
საშუალო
        3
კარგი
       4
მაღალი
      5
ტესტი/ქვიზი
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე ნაკლებს.(1-3 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე მეტს.
(4-5 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების უმეტესობას.
(6-7 სწორი პასუხი)
მე  სწორად ვპასუხობ  ყველა კითხვას.

(8 სწორი პასუხი)
ჯგუფში მუშაობა და ჩართულობა
მე ნაკლებად  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას მცირე  წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე ნაწილობრივ  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვცდილობ, ჩემი  წვლილი შევიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
მე კარგად ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ჩემი წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე აქტიურად ვარ  ჩართული  ყველა საგაკვეთილო აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვმსჯელობ თანაგუნდელებან  პრობლემის გადასაჭრელად, ვისმენ და გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვამხნევებ მეწყვილეს, თანამოსაუბრეს.

მეორე გაკვეთილის გეგმა


საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეხუთე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: ოთხი
გაკვეთილის თემა: კვადრატისა და მართკუთხედის ფართობი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.კერძოდ მართკუთხედის და კვადრატის ფართობის გამოთვლა, შეძლონ მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ.V.9.  მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საშინაო დავალების შემოწმება, ახალი თემის,მიზნის და შფასების რუბრიკის გაცნობა.

კითხვა-პასუხი
ფრონტალური
დავალების რვეულები, დაფა,ცარცი,შეფასების რუბრიკა.
4
წთ.
2
თემის შეტანა- ვსვამ კითხვებს, ვაგროვებ ინფორმაციას კვადრატისა და მართკუთხედის შესახებ. მოსწავლეები ადგენენ ფიგურების ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს,მითებულ ფორმულას წერენ და აკრავენ თვალსაჩინო ადგილას.

 გონებრივი იერიში
ფრონტალური
 დაფა, ცარცი.
მარკერი,თაბახის ფურცლები.
9
წთ.
3
თემის განმტკიცება- მიზანი შესწავლილი ფორმულის გამოყენება.
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ დახაზულ სახლის გეგმას.  მოსწავლეები ითვლიან ოთახების ფართობს, ავსებენ ცხრილს და აკეთებენ პრეზენტაციას.
პრაქტიკული სამუშაო.
წყვილები
 ჩემს მიერ შედგენილი სახლის გეგმა,რვეული,კალამი.
7წთ
4.
მოსწავლეებს ვთავაზობ წიგნიდან გვ.191 №4 ამოცანის ამოხსნას დაფასთან. მოსწავლეები უპასუხებენ კითხვას „როგორ შიძლება ფართობისა და ერთ-ერთი გვერდის საშუალებით უცნობი გვერდის პოვნა?“
პრაქტიკული სამუშაოს შსრულება
ინდივიდუალური
წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),რვეული,კალამი, დაფა ცარცი
6 წთ.
5.
მოსწავლეებს ვთავაზობ მართკუთხედისა და კვადრატის ფართობების პოვნას წინასწარ გამზადებულ ნახაზზე. გაიხსენებენ რიცხვის წილადზე გამრავლებას,წილადების შედარებას გამოთვლიან ფიგურების ფართობებს  და შეადარებენ.
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება
წყვილები
ნახაზი, რვეული კალამი
5 წთ
6.
 მოსწავლეებს ვთავაზობ პროგრამა Learningapps.org -ში შექმნილ სახალისო ვიქტორინას „მართკუთხედი, კვადრატი“.შესწავლილი მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ ელექტრონულ სასწავლო რესურსს.
თამაში ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება
ინდივიდუალური
პერსონალური კომპიუტერები .პროგრამა Learningapps.org -ში ჩემს მიერ  შექმნილი სახალისო ვიქტორინა „მართკუთხედი, კვადრატი“
10 წთ.
8.
შეფასება;საშინაო დავალება (გვ.190 გაკ.78,  მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეძლოთ კითხვებზე პასუხის გაცემა ამ მასალაზე დაყრდნონით; წერილობით: №1, 2,3.

მთელი კლასი
განმსაზღვრელი შფასების რუბრიკა; წიგნი, დაფა, ცარცი.
4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.კერძოდ შეძლებენ მართკუთხედის და კვადრატის ფართობების გამოთვლას პრაქტიკულ ამოცანებში.
შეფასება: შეფასება იქნება განმსაზღვრელი შემდეგი რუბრიკის გამოყენებით.
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
      2
საშუალო
           3
კარგი
          4
მაღალი
         5
ტესტი/ქვიზი
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე ნაკლებს.(1-3 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე მეტს.
(4-5 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების უმეტესობას.
(6-7 სწორი პასუხი)
მე  სწორად ვპასუხობ ყველა კითხვას.
(8 სწორი პასუხი)
პარტნიორული მუშაობა და საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობა
მე ნაკლებად  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას მცირე  წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე ნაწილობრივ  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვცდილობ, ჩემი  წვლილი შევიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
მე კარგად ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ჩემი წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე აქტიურად ვარ  ჩართული  ყველა საგაკვეთილო აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვმსჯელობ თანაგუნდელებან  პრობლემის გადასაჭრელად, ვისმენ და გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვამხნევებ მეწყვილეს, თანამოსაუბრეს.

მესამე გაკვეთილის გეგმა

საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეხუთე კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: ოთხი
გაკვეთილის თმა: პარალელოგრამის ფართობი.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებს განუვითარდეთ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.კერძოდ პარალელოგრამის ფართობის გამოთვლა და შეძლონ მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ.V.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმრბი
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საშინაო დავალების შემოწმება, ახალი თემის,მიზნის და შფასების რუბრიკის გაცნობა.

ფრონტალური
დავალების რვეულები,წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),დაფა,ცარცი
4
წთ.
2
თემის შეტანა- მიზანი:
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს.მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს, ხაზავენ და ჩემი დახმარებით წერენ პარალელოგრამის ფართობის გამოსათვლელ ფორმულას.
კითხვა-პასუხის მეთოდით
ფრონტალური
დაფა, ცარცი, მარკერები,თაბახის ფურცლები.
11
წთ.
3
თემის განმტკიცება- მიზანი: შესწავლილი ფორმულის გამოყენება.
მოსწავლეებს ვთავაზობ გამოჭრილ ფიგურებს მითითებული ზომებით და ვთხოვ,  გამოთვალონ ფართობები. მოსწავლეები ითვლიან ფართობებს და  აჯამებენ  შედეგებს.
პრაქტიკული სამუშაო
წყვილი
გამოჭრილი ფიგურები,რვეული,კალამი.
7 წთ.
4
 მოსწავლეებს ვთავაზობ სახელმძღვანელოდან გვ.192 ზე №2 ამოცანას ამოსახსნელად. ამ აქტივობის მიზანია, რომ მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ პარალელოგრამის დახაზვისა და მისი ფართობის გამოთვლის უნარჩვევა.
პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
დავალების რვეულები,წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),დაფა,ცარცი
5 წთ.
5.
მოსწავლეებს ვთავაზობ წიგნიდან გვ.192 №4 ამოცანის ამოხსნას დაფასთან. ამოცანის ამოხსნის საშუალებით უპასუხებენ კითხვას „როგორ შიძლება ფართობისა და გვერდის საშუალებით სიმაღლის პოვნა?“
პრაქტიკული სამუშაოს შსრულება
ინდივიდუალური
წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),რვეული,კალამი,დაფა ცარცი
4 წთ.
6.
 მოსწავლეებს ვთავაზობ პროგრამა Learningapps.org -ში შექმნილ სახალისო ვიქტორინას „პარალელპგრამი“.შესწავლილი მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ ჩემს მიერ დამზადებულ ელექტრონულ სასწავლო რესურსს.
თამაში ფაქტობრივი ცოდნის შემოწმწბა
ინდივიდუალური
პერსონალური კომპიუტერები .პროგრამა Learningapps.org -ში ჩემს მიერ შექმნილი სახალისო ვიქტორინა „პარალელოგრამი“
10 წთ.
7
შეფასება;საშინაო დავალება: გვ.192-193. სამოცდამეცხრამეტე გაკვეთლის მასალის გამოყენებით კითხვებზე პასუხი.  № 1, 3,6


განმსაზღვრელი შფასების რუბრიკა;  წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),დაფა,ცარცი.
4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.კერძოდ შეძლებენ პარალელოგრამის ფართობის ფორმულის გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას.




შეფასება: შეფასება იქნება განმსაზღვრელი შემდეგი რუბრიკის გამოყენებით.



კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
      2
საშუალო
        3
კარგი
       4
მაღალი
         5
ტესტი/ქვიზი
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე ნაკლებს.(1-3 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე მეტს.
(4-5 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების უმეტესობას.
(6-7 სწორი პასუხი)
მე  სწორად ვპასუხობ ყველა კითხვას.
(8 სწორი პასუხი)
პართნიორული მუშაობა და საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობა
მე ნაკლებად  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას მცირე  წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე ნაწილობრივ  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვცდილობ, ჩემი  წვლილი შევიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
მე კარგად ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ჩემი წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე აქტიურად ვარ  ჩართული  ყველა საგაკვეთილო აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვმსჯელობ თანაგუნდელებან  პრობლემის გადასაჭრელად, ვისმენ და გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვამხნევებ მეწყვილეს, თანამოსაუბრეს.


 მეოთხე გაკვეთილის გეგმა

საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი, მეხუთე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:ოთხი
გაკვეთილის თმა: მართკუთხა სამკუთხედის ფართობი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები. კერძოდ სამკუთხედის ფართობის გამოთვლა, შეძლონ მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ.V.9.  მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმრბი
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
ვამოწმებ საშინაო დავალებას
მოსწავლეებს ვაცნობ თემას,მიზანს შეფასების რუბრიკას.
კითხვა-პასუხის მეთოდით
ფრონტალური
დავალების რვეულები,წიგნი(ირინა რუხაძის ავტორობით),დაფა,ცარცი
4წთ.
2
წინა ცოდნის აქტივირება,
მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ სამკუთხედის სახეები გვერდების მიხედვით და ჩხირების, პლასტილინის ბურთულების გამოყენებით დაამზადონ სამკუთხედები.მოსწავლეები გაიხსენებენ სამკუთხედის სახეებს და დაამზადებენ სამკუთხედებს.
სწავლა კეთებით
წყვილი
ჩხირები, პლასტელინი
5 წთ.
3
თემის შეტანა-მოსწავლეებს ვურიგებ გამოჭრილ მართკუთხედებს მითითებული ზომებით. ვთხოვ იპოვონ მართკუთხედის ფართობი. შემდეგ ვთხოვ ამ მართკუთხედის გაჭრას დიაგონალზე და კითხვების დასმით მიმყავს მართკუთხა  სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის მიგნებამდე.დაწერენ მაღთკუთხა სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელ ფორმულას,გააკეთებენ განმარტებას.მივლენ ზოგადი სამკუთხედის ფართობის ფორმულის მიგნებამდე.
სწავლა  კეთებით/აღმოჩენით
წყვილი
რვეული,კალამი, დაფა, ცარცი,ბარათები.
8 წთ.
4.
თემის განმტკიცება- მიზანი შესწავლილი ფორმულის გამოყენება.
მოსწავლეებს ვთხოვ,  გაკვეთილის დასაწყისში დამზადებული სამკუთხედების სიმაღლის და გვერდის გაზომვას და ფართობების  გამოთვლას.ამ აქტივობით განუმტკიცდებათ მოსწავლეებს სამკუთხედის ფართობის გამოთვლის უნარი.
სწავლა კეთებით
წყვილები
ფიგურები,სახაზავი,რვეული, კალამი.
8 წთ.
5
მოსწავლეებს ვთავაზობ წინასწარ დამზადებულ ნახაზს მითითებული ზომებით და ვთხოვ იპოვონ გაფერადებული სამკუთხედის ფართობები..მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და აკეთებენ პრეზენტაციას.
პრაქტიკული სამუშაო
წყვილი
წინასწარ დამზადებული ნახაზი,კალამი, რვეული, დაფა, ცარცი,
7 წთ.
6.
 მოსწავლეებს ვთავაზობპროგრამა Learningapps.org -ში შექმნილ სახალისო ვიქტორინას „სამკუთხედის ფართობი“.შესწავლილი მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ ელექტრონულ სასწავლო რესურსს.
თამაში ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება
ინდივიდუალური
პერსონალური კომპიუტერები .პროგრამა Learningapps.org -ში ჩემს მიერ შექმნილი სახალისო ვიქტორინა „სამკუთხედის ფართობი“
9 წთ.

შეფასება;საშინაო დავალება გვ.194-195მეოთხმოცე გაკვეთილი. მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა ამ მასალაზე დაყრდნონით; წერილობით: № 2,3,4

მთელი კლასი
წიგნი, დაფა ცარცი
4 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.კერძოდ შეძლებენ სამკუთხედის ფართობების გამოთვლას პრაქტიკულ ამოცანებში.
შეფასება:შფასება მოხდება მოცემული რუბრიკის გამოყენებით.
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
2
საშუალო
3
კარგი
4
მაღალი
5
ჯგუფში მუშაობა და საგაკვეთილო პრპცესში ჩართულობა
მე ნაკლებად  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას მცირე  წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე ნაწილობრივ  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვცდილობ, ჩემი  წვლილი შევიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
მე თითქმის სრულად ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ჩემი წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე აქტიურად ვარ  ჩართული  ყველა საგაკვეთილო აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვმსჯელობ თანაგუნდელებან  პრობლემის გადასაჭრელად, ვისმენ და გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვამხნევებ მეწყვილეს, თანამოსაუბრეს.
ტესტი/ქვიზი
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე ნაკლებს.
(1-3 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარს და მეტს.
(4-5 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების უმეტესობას.
(6-7 სწორი პასუხი)
მე  სწორად ვპასუხობ  ყველა კითხვას.

(8 სწორი პასუხი)


 მეხუთე გაკვეთილის გეგმ

საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეხუთე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: ოთხი
გაკვეთილის თმა: ბრტყელი ფიბურების ფართობები.მართკუთხედის, კვადრატის,პარალელოგრამის, სამკუთხედის ფართობები.
·         შემაჯამებელი გაკვეთილი
მოსწავლეებმა შეისწავლეს ბრტყელი ფიგურების, კერძოდ: მართკუთხედის, კვადრატის, პარალელოგრამის, სამკუთხედის ფართობების გამოთვლა. ამ გაკვეთილზე განმტკიცდება მიღებული ცოდნა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარ-ჩვევები,კერძოდ, მართკუთხედის, კვადრატის, პარალელოგრამის, სამკუთხედის ფართობის გამოთვლა, შეძლონ მისი გამოყენება პრაქტიკულ ამოცანებში.
მათ.V.9.  მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმრბი
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.ვამოწმებ საშინაო დავალებას.

კითხვა-პასუხის მეთოდით
ფრონტალური
დაფა,ცარცი,საშინაო დავალების რვეულები
5წთ
2
მოსწავლეებს ვთავაზობ ცხრილს შესავსებად.წყვილებში ვურიგებ ბარათებზე დაწერილ ფიგურების სახელწოდებებს და ვთხოვ,  ფიგურის შესახებ გაიხსენონ შესაბამსი ინფორმაცია და შეავსონ ცხრილი. მოსწავლეები ახდენენ შედეგების პრეზენტაციას.
პრაქტიკული სამუშაო
წყვილი
სახაზავი, რვეული,კალამი,ფერადი ფურცლები, ფლომასწერები,წებო,მაკრატელი.
10 წთ.

3
მოსწავლეებს ვურიგებ ფიგურებს და ვთხოვ , შეასრულონ გაზომვები და გამოთვალონ ფართობები.
სწავლა კეთებით
წყვილები
ფიგურები,სახაზავები,რვეული კალამი.
10 წთ.
4
მოსწავლეებს ვაძლევ ამოცანებს, სადაც გამოიყენებენ ფიგურების ფართობების გამოსათვლელ ფორმულებს და ვთხოვ  მათ ამოხსნას,ფიგურათა ფართობების შედარებას. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და წარმოადგენენ პასუხებს.

პრაქტიკული სამუშაო
წყვილები
დასურათებული ამოცანები
6 წთ.
5
შესწავლილი მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ ელექტრონულ სასწავლო რესურსს.პროგრამა Learningapps.org -ში შექმნილ სახალისო ვიქტორინა „ბრტყელი ფიგურები“
თამაში ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება
ინდივიდუალური
კომპიუტერი,პროექტორი, .პროგრამა Learningapps.org -ში ჩემს მიერ შექმნილი სახალისო ვიქტორინა „ბრტყელი ფიგურები“
7 წთ.
6
შეფასება;საშინაო დავალება(გვ.198-199)  წერილობით: № 1,3,4,7

მთელ კლასს
განმსაზღვრელი შფასების რუბრიკა; წიგნი დაფა ცარცი
4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ბრტყელი ფიგურების ფართობის გამოთვლის უნარჩვევები.შეძლებენ მართკუთხედის,კვადრატის,სამკუთხედის,პარალელოგრამის ფართობების გამოთვლას პრაქტიკულ ამოცანებში.




შეფასება: შეფასება იქნება განმსაზღვრელი შემდეგი რუბრიკის გამოყენებით
კრიტერიუმი
საშუალოზე დაბალი
  2
საშუალო
       3
კარგი
    4
მაღალი
      5
ტესტი/ქვიზი
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე ნაკლებს.(1-3 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების ნახევარზე მეტს.
(4-5 სწორი პასუხი)
მე სწორად ვპასუხობ კითხვების უმეტესობას.
(6-7 სწორი პასუხი)
მე  სწორად ვპასუხობ  ყველა კითხვას.
(8  სწორი პასუხი)
პართნიორული მუშაობა და საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობა
მე ნაკლებად  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას მცირე  წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე ნაწილობრივ  ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვცდილობ, ჩემი  წვლილი შევიტანო პრობლემის გადასაჭრელად.
მე კარგად ვარ  ჩართული საგაკვეთილო  აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ჩემი წვლილი შემაქვს პრობლემის გადასაჭრელად.
მე აქტიურად ვარ  ჩართული  ყველა საგაკვეთილო აქტივობაში.  გუნდში/პარტნიორთან მუშაობისას ვმსჯელობ თანაგუნდელებან  პრობლემის გადასაჭრელად, ვისმენ და გამოვთქვამ მოსაზრებებს. ვამხნევებ მეწყვილეს, თანამოსაუბრეს.



No comments:

Post a Comment